კელი დეგნანი: რუსეთისთვის რთულია ჰყავდეს ისეთი მეზობელი, რომლის ისტორიაც წარმატებულია

“30 წელზე მეტია აშშ-ი საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, რაც ვნახეთ არის ის, რომ საზოგადოების ცნობიერება რუსეთის დესტაბილიზაციური როლის შესახებ იზრდება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

“რუსეთისთვის რთულია, ჰყავდეს ისეთი მეზობელი, რომლის ისტორიაც წარმატებულია. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზის იმისა, რატომ ვხედავთ ასეთ მცდელობებს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

რაც მე აქ ვიმყოფები, ძალიან კონსტრუქციულად ვმუშაობთ ამ მთავრობასთან, ისევე, როგორც წინა მთავრობებთან. პროგრესი არის ნათელი, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს – ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული განვითარება, ეს ნამდვილად არის წარმატება”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Comments
Loading...