კვიპროსში რუსი ტურისტი წმინდა ლაზარეს სარკოფაგში ჩაწვა და გაიჭედა(ვიდეო)

კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში ექსკურსიის დროს რუსი ტურისტი ქალი წმინდა ლაზარეს სარკოფაგში ჩაწვა და გაიჭედა. ამის შესახებ გამოცემა GreekReporter-ი წერს.

სარკოფაგიდან ქალის ამოყვანა მხოლოდ სხვა ტურისტების დახმარებით მოხერხდა.

წმინდა ლაზარეს სარკოფაგი IX საუკუნის ეკლესიაში, საკურთხევლის ქვეშ მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ სამარხში იპოვეს წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილები. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა და ჩვ. წ. 63 წელს კვიპროსში გარდაიცვალა.

imedinews.ge

Comments
Loading...