კიდევ ერთი უმძიმესი ავარია, რომელიც ქობულეთში მოხდა – ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ადგილზე გარდაიცვალა

დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ოთხი დაშავებული არასრულწლოვანი ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალში არის მოთავსებული.

კლინილის ინფორმაციით, სამი ბავშვი ქირურგიულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. ხოლო ერთი ბავშვი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული და მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

ორი ზრდასრული კი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

შს სამონისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

“აჭარა news”.

Comments
Loading...