“კინაღამ დიპლომატიურ სკანდალში გავხვიე პარტია”

“განმუხურში ვარ და მირეკავენ რომ რუსეთის დროშა კიდია ზუგდიდის შემოსასვლელთან ერთ ერთი სასტუმროს წინ.

მანამდე გვქონდა მსგავსი შემთხვევა და ფეიკ ნიუსი რადგან აღმოჩნდა ნუ დიდი ყურადღება არ მივაქციე და არ დავიჯერე. რუსეთის დროშას ჩემს ქალაქში, თან ქალაქის ცენტრში, ზუგდიდელები არ აიტანდნენ და აქამდე ჩამოახსნევინებდნენ მაგრამ ნუ ფოტო რომ ჩამიგდეს – უკვე მანდ გადამეკეტა, დავხედე რუსეთის დროშაა რა!!

სასწრაფოდ წამოვედი განმუხურიდან, ნავთი, ბენზინი, ასანთი, გეგმა აძრომის, ჩამოსხნის, დაწვის გზაში შევადგინეNatia Chogovadze – ერთად. ნუ, მოვემზადე რომ დამაკავებენ მაგრამ ეგ არაფერი.

მივედი, ბნელა უბედურად) და ის ის არის რომ უნდა ავძვრეთ ამ ბენზინით ხელში, უცებ შევამჩნიე რომ სასტუმროს ჰქვია პრაღა” 😆 მაინც არ ვენდე და მითითებულ ნომერზე დავრეკე, ვუთხარი ვინც ვარ და ვეკითხები იქნებ დამიზუსტოთ რომელი ქვეყნის დროშა კიდია თქვენთანთქო)) (თან უკვე მრცხვენია ისე მელაპარაკება მეპატრონე მივხვდი რომარ არის რუსეთუმე და ჩეხეთის დროშაა )

ეს გოგო მეუბნება: უი ქალბატონო ანი, თქვენ ალბათ რუსეთის გგონიათ და დასაწვავად მოხვედით მაგრამ ჩეხეთის დროშაა ნამდვილად, ღმერთმა დაგვიფაროს რუსეთის დავკიდოთო😆😆❤️❤️❤️❤️

კინაღამ დიპლომატიურ სკანდალში გავხვიე პარტია 😆”,-წერს სოციალურ ქსელში ენმ-ს წევრი ანი წითლიძე.

Comments
Loading...