„კირილე ზდანევიჩი და მისი ეპოქა“ – გამოფენა 3 მარტამდე გაგრძელდება

„ბაია გალერეაში“ გამოფენა – „კირილე ზდანევიჩი და მისი ეპოქა“ მიმდინარეობს.

გამოფენა – „კირილე ზდანევიჩი და მისი ეპოქა“ გალერეის პროექტის „კოლექციონერის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
ბაია წიქორიძე:
„გამოფენაზე წარმოდგენილია მე – 20 საუკუნის ქართული ხელოვნება  კერძო კოლექციებიდან – კირილე ზდანევიჩის შემოქმედების პრიორიტეტით.
მხატვრის, რომლის პერსონა და შემოქმედება დაკავშირებულია როგორც ლოკალურ და ნაციონალურ, ისე ინტერნაციონალურ და ავანგარდულ მხატვრულ სისტემებთან, ნიკო ფიროსმანის აღმოჩენასთან და მრავალ ნოვატორულ კულტურულ ინიციატივასთან.
ის იყო „ტფილისური ავანგარდის“ და ფუტურისტული მოძრაობის სულისჩამდგმელი, ქართულ მხატვრობაში ევროპული მიმდინარეობების ერთ – ერთი შემომტანი, რომლის გავლენა და მნიშვნელობა მე-20 საუკუნის ქართული მხატვრობის თანამდევ მოვლენად იქცა“.
გალერეაში გამოფენილია  საქართველოს და უცხოეთის კერძო კოლექციებში  მოძიებული საინტერესო და უცნობი მასალა.  გამოფენა 3 მარტამდე გაგრძელდება.

წყარო: კვირა მედიაჰოლდინგი. kvira.ge

Comments
Loading...