კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, თევზის სახეობების 60% განადგურდეს

ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, რომ ბევრად მეტი თევზი განადგურდეს, ვიდრე აქამდე გვეგონა.

თუ გლობალური ტემპერატურა 5 გრადუსი ცელსიუსით გაიზრდება, 2100 წლისთვის, სავარაუდოდ, თევზის სახეობების 60% განადგურდება, რამაც ტრაგიკულ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ზოგი სხვა კვლევა ბევრად ნაკლებ მაჩვენებელს იმიტომ იძლევა, რომ იქ მხოლოდ ზრდასრული თევზების მოსახლეობაა გათვალისწინებული. თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ თევზის ლარვებს, ემბრიონებს და განვითარების სხვა საფეხურებს, მაშინ ოკეანის მზარდი ტემპერატურა ბევრად დამანგრეველი ჩანს.

საბედნიეროდ, 2100 წლამდე დრო გვაქვს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კლიმატის ცვლილების დამანგრეველი ეფექტების შემცირება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამ დროისთვის მსოფლიოს ქვეყნები გლობალური ტემპერატურის ზრდის 1,5-გრადუსიანი მაჩვენებლის შენარჩუნებას ცდილობენ.

“1,5 გრადუსი იდეალური არაა, ცვლილებები მაინც იქნება”, — ამბობს კვლევის თანაავტორი ჰანს-ოტტო პორტნერი, — “თუმცა, ამ შედეგების შეზღუდვა შეგვიძლია, თუ კლიმატის ცვლილებას შევაფეხრებთ”.

 

წყარო : On.ge

Comments
Loading...