კლუბი “მტკვარზე” კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა

” ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია”-აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

” გამარჯობა, კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ კლუბის დროებით დახურვის გადაწყვეტილება.

ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

ახლა დროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია.

ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვთვლით რომ აუცილებელი და წინდახედული ნაბიჯია.
იმედია, ძალიან მალე გაქრება საფრთხეები და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და საცეკვაო მოედნებს.
სიყვარულით “მტკვარზე”-ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...