„კობაური ამტკიცებს, რომ ის ვაჟიშვილია და სექსუალური ურთიერთობა არასოდეს ჰქონია“ – ბრალდებულს ექსპერტიზა ჩაუტარდება

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური ამტკიცებს, რომ მას სექსუალური ურთიერთობა არასდროს ჰქონია, შესაბამისად მისი სპერმა ლორა სმიტის სხეულში ვერ მოხვდებოდა. „ნიუპოსტთან“ საუბრისას კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ ბრალდებულს უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ექსპერტიზა იმის დასადგენად, არის თუ არა კობაური ვაჟიშვილი:

„მოგეხსენებათ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ მოკლული ლორა სმიტის სხეულში აღმოჩენილია მალხაზ კობაურის სპერმა, თავად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ მას სექსუალური ურთიერთობა არასდროს ჰქონია, შესაბამისად მისი სპერმა გარდაცვლილის სხეულში ვერ მოხვდებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ მას ჩაუტარდეს ექსპერტიზა რათა დადგინდეს არის თუ არა კობაური ვაჟიშვილი და ჰქონია თუ არა მას ოდესმე სექსუალური ურთიერთობა. ექსპერტიზა უახლოეს მომავალში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდება“, – აღნიშნა ადვოკატმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

.newposts.ge

Comments
Loading...