კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე: აბსოლუტურად უინტერესოა ყველა ინფორმაცია, რაც იქ არის

„იყო ძალიან დიდი მოლოდინი კონკრეტული პირების მხრიდან, რომ ამ ქაღალდების გამოგდებით ისინი შეძლებდნენ საარჩევნო პროცესებში, მათთვის სასარგებლო გარდატეხვის შეტანას, თუმცა ჩაუვარდათ მარტივი მიზეზების გამო. ერთი, რომ აბსოლუტურად გაუგებარი ქაღალდები გამოაგდეს და მეორე- აბსოლუტურად უინტერესოა ყველა ინფორმაცია, რაც იქ არის”- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამაცხადა.

“ტვ პირველის” კითხვაზე “ადამიანების პირად ცხოვრებას ქექავდით და ეს არის გაუგებარი? – ირაკლი კობახიძემ უპასუხა:

“არა, ადამიანების პირად ცხოვრებას, მათ შორის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ქექავთ თქვენ, ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ . ეს ერთი და მეორე, მარტო პირადი ცხოვრების ქექვაზე ხომ არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განშტოებით, ყველა ტელევიზიით, აქ იგულუსხმება პირველ რიგში „მთავარი“ და ტვ პირველი, არის რადიკალური ანტისაეკლესიო და რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება. შესაბამისად ეკლესიაზე თავდასხმა, დისკრეტიზაციის მცდელობა არის თქვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...