“კობახიძე კალაძის საღლიცინოდ არ ღირდა” – წითლიძე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიაში განვითარებულ მოვლენებზე

ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე   მათ პარტიაში  ბოლო დროს  განვითრებულ მოვლენებს  ეხმაურება და წერს:

2012 წლის 21 ოქტომბრიდან – 10 წელია პარტია კი არა ჩემი სახლია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

როდესაც ახლა როგორც არასოდეს პარტიაც და ქვეყანაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას – დისკუსიის საჯარო ფორმას ამ სახით არ ვიზიარებდი. არ ვიზიარებ ახლაც.

არც არანაირ თავდასხმას არ ვიზიარებ იმ ადამიანებზე ვინც დღეს გააჟღერეს შიდა პარტიული არჩევნების საკითხი.

ეს ადამიანები არიან ჩვენი თანამებრძოლები ვისთან ერთადაც ჩვენ გამოვიარეთ ბრძოლის უმძიმესი 10 წელი.

ამ პარტიაში მიუხედავად ცხარე კამათებისა, ყველა ვართ ერთიანი გუნდი.

მაგრამ ახლაც ვთვლი რომ სხვანაირად ჯობდა და კობახიძე კალაძის საღლიცინოდ არ ღირდა.

თუმცა ამას უკვე ვერ შევცვლით.

შიდა პარტიულ არჩევნებს ყველა დონეზე ალტერნატივა არა აქვს.

ამის წინააღმდეგი არც არავინ იყო, აზრთა სხვადასხვაობა იყო მხოლოდ იმაზე როდის.

ახლა მთავარია არჩევნები ჩატარდეს სწრაფად და აქაც როგორც აქამდე ვანახოთ ყველას რომ ჩვენ ღირსეულად და ერთად შეგვიძლია კონკურენციაც და გამარჯვებაც.

10 წლიანმა გამოცდილება აჩვენა რომ ეს შეგვიძლია ❤️”.

Comments
Loading...