კობახიძე: მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%- ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშინოთ

“მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%- ის მიღების შემთხვევაშიც დავნშინოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია” .

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ხელისუფლების კეთილი ნებითი კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად.

„მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%- ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშინოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად,რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებშია დამკვიდრებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...