კობახიძე “ნაცმოძრაობას”: ევროპა და ნატო ისევეა თქვენთან ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს.

„არც კაცობა, არც არაფერი შეიძლება ამას ეწოდოს, რაც ხდება დღეს იმ შავი პიარის სახით, რომელიც ღიად წარმოებს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების მხრიდან. ასე თქვენ ევროპასთან ვერ დაუახლოვდებით და არც გაქვთ ამის სურვილი, ეს პირდაპირ ჩანს. ევროპა, ნატო, დასავლეთი ისევეა თქვენთან ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიუროს სხდომაზე.

 

Comments
Loading...