კობახიძე “ნაცონალურ მოძრაობაზე”: რაც მეტად დავაიგნორებთ, მით მალე მიილევიან

“ამ ფონზე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირ აგრესიას გამოხატავენ, აქეთ მხარეს რაღაც ინციდენტზე საუბარი, ბუნებრივია, უადგილოა”. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ქუთაისში გუშინ მომხდარ ინციდენტს და აღნიშა, რომ მმართველი ქუნდი, ქუთაისის გუშინდელ ინიცდენტში გარკვევას აპირებს.

“ბოლო 6 თვის განმავლობაში ვუყურებთ, რომ ოპოზიციამ დაიწყო პირველ რიგში, პარლამენტში შეჭრით ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და ამის შემდეგ 3 თვე ქუჩას არ ტოვებდნენ. ბოლო დღეების განმავლობაში ხედავთ მათ დესტრუქციას, რომელიც სხვადასხვა აგრესიული ფორმით არის გამოხატული. და ამ ფონზე ვსაუბრობთ რაღაც ერთ ინციდენტზე. ამაში გავერკვევით, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც ისინი ყველანაირ აგრესიას გამოხატავენ, რაღაც ინციდენტზე საუბარი, ბუნებრივია, უადგილოა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ამის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან “ნაციონალურ მოძრაობას” 200 კაცი ძლივს გამოჰყავს”.

“ხედავთ, რისი რესურსი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”. რა სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი, 200 კაცი ძლივს გამოჰყავს. მილევად რეჟიმშია მათი დესტრუქცია და ზოგადად, ეს პოლიტიკური ძალა. რაც მეტად დავაიგნორებთ “ნაციონალურ მოძრაობას” მით მალე მიილევიან”, – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...