კობახიძე: “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებული პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდოდ და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.