კობახიძე რატიანს: სერგო, რას გიზამ იცი?! დაგამთავრებ! (ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს რამდენჯერმე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ირაკლი კობახიძემ “ევროპული საქართველოს” წევრს, აკაკი ბობოხიძეს ბერბიჭაშვილი უწოდა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

“კაკო ბობოხიძე გიგლა ბერბიჭაშვილია”- თქვა ირაკლი კობახიძემ, ხოლო ადგილიდან წამოსროლილი რეპლიკის გამო, მანვე ტრიბუნიდან მიმართა სერგო რატიანსაც

“თითებს ნუ იქნებ. ჩაგაბარებ წარსულს. ეკლესიის მტრებს ჩავაბარებ წარსულს ,” – მიმართა კობახიძემ რატიანს.

სერგო რატიანმა ირაკლი კობახიძეს სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის თემა შეახსენა, რამაც კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია.

“სერგო, რას გიზამ, იცი? დაგამთავრებ” – მიმართა კობახიძემ რატიანს.

დავიხრჩე 🤣🤣🤣ჩვენი ჩიჩილაკი <3

Gepostet von Levan Kurashvili am Mittwoch, 13. November 2019

 

Comments
Loading...