კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მეგობრის ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამერიკელი სენატორის, საქართველოს გამორჩეული მეგობრის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო.”- აცხადებს ირაკლი კობახიძე, პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ჯონ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.”-აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Comments
Loading...