კობში მიმდინარე მშენებლობაზე, ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.

Comments
Loading...