კოლესნიკოვას გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ ბელარუსისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს

აშშ განიხილავს ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრის, მარია კოლესნიკოვას გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

”შეერთებული შტატები პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით განიხილავს დამატებით მიზნობრივ სანქციებს, რათა უზრუნველვყოთ პასუხისმგებლობა იმ პირთათვის, რომლებიც მონაწილეობენ ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და რეპრესიებში”, – თქვა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია კოლესნიკოვას “გატაცების” შესახებ მიღებული ინფორმაციით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბელარუსის ხელისუფლებას თხოვნით მიმართა: “შეწყვიტეთ ძალადობა საკუთარი ხალხის მიმართ, გაათავისუფლეთ ყველა, ვინც უსამართლოდ დააკავეს”.

Comments
Loading...