კომპანია Facebook-ის აპლიკაციების სახელწოდებები უცვლელი დარჩება

კომპანია Facebook, რომელმაც სახელი შეიცვალა და Meta დაირქვა, მის საკუთრებაში მყოფი აპლიკაციების – Facebook, Instagram და WhatsApp – სახელებს არ შეუცვლის.

მის შესახებ კომპანია Facebook-ის (უკვე Meta) დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

“ჩვენი მისია უცვლელია – ხალხის გაერთიანება. ჩვენი აპლიკაციები და მათი ბრენდები არ იცვლება. ჩვენ ასევე ვრჩებით კომპანიას, რომელიც ტექნოლოგიებს ადამიანების საჭიროებიდან გამომდინარე ვქმნით. მაგრამ ჩვენი ყველა პროდუქტი, მათ შორის აპლიკაციები, ახლა გაერთიანებულია ერთი ხედვით – მესატამსამყაროს ცხოვრებაში განხორციელება. ახლა ჩვენ გვაქვს სახელწოდება, რომელიც ასახავს იმის მასშტაბებს, რასაც ვაკეთებთ”, – დასძინა მან.

ცნობისთვის, Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის თქმით, კომპანიის ახალი სახელწოდება Meta იქნება.

სოციალური გიგანტის, Facebook კომპანიის რებრენდინგის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, ამერიკული კომპანია Facebook აპირებს, მეტასამყაროს განვითარების ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში 10 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას გეგმავს.

Comments
Loading...