კომპანია Google ყოველდღიურად 18 მილიონ ყალბ შეტყობინებას ბლოკავს

Google ყოველდღიურად ბლოკავს იმ 18 მილიონ ყალბ შეტყობინებას COVID-19-ზე,რომელსაც ელფოსტის მომხმარებლებს კიბერთაღლითები უგზავნიან.ინფორმაციას ავრცელებს BBC.

კომპანია აღნიშნავს,რომ დღევანდელი პანდემიური ვითარების ფონზე,განსაკუთრებით გააქტიურდა ე.წ “ფიშინგი” და კიბერთაღლითები ყოველდღიურად აგზავნიან ყალბ შეტყობინებებს COVID-19-ზე.

შეტყობინებებს გზავნიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, დიდი ბრიტანეთის მთავრობის,დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების,კონკრეტულ პირთა,მათ შორის,პრეზიდენტ ტრამპის სახელით.

“კორონავირუსი ახლა ძალიან სენსიტიური თემაა და ეს კარგად იციან კიბერმძარცველებმა. ადამიანები ახლა მეტად არიან მიდრეკილნი ისეთ შეტყობინებებსა და ინფორმაციებზე ხელისდაჭერით,რომლებიც COVID-19-ს ეხება”-ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...