კომპანია OneWeb-ის ეკონომიკური კოლაფსი
ბრიტანულმა კომპანიამ საქმე წარადგინა გაკოტრების თაობაზე. ინფორმაციას ავრცელებს BBC News
ბოლო პერიოდის განმავლობაში, კომპანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად,თუმცა უმეტესობა მათგანი უშედეგო აღმოჩნდა,მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისდა გამო.
OneWeb-ის ხელმძღვანელის,ადრიან სთეკელის თქმით,კომპანიას ბევრი თანამშრომლის გათავისუფლება მოუწია.
OneWeb არის გლობალური კომუნიკაციების კომპანია,რომელიც დააფუძნა გრეგ ვაილერმა . იგი შეიქმნა იმ მიზნით,რომ ასობით მილიონი პოტენციური მომხმარებელი უზრუნველყოს ფართოზოლოვანი ინტერნეტით.