კომპანია Sony-მ PlayStation 5 წარადგინა

Sony-მ PlayStation 5-ის ახალი სათამაშო კონსოლი წარადგინა. ღონისძიება კომპანიის YouTube არხზე გავიდა.

მოწყობილობა დამზადებულია შავ-თეთრ ფერებში, ლურჯი ნეონის ზოლით. მას აქვს 16 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება – GDDR6 RAM, რვა ბირთვიანი AMD Zen 2 პროცესორი, რომლის სიხშირეა 3.5 გჰც. გარდა ამისა, კონსოლი აღჭურვილია AMD RDNA 2 გრაფიკული კარტით, რომლის სიმძლავრეა 10.28 ტერაფლოპსი.

კონსოლი წარმოდგენილი იქნება ორი ვერსიით: დისკიანი Digital Edition და დისკის გარეშე. ახალი მოდელის ფასი და გაყიდვების დაწყების თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

გარდა კონსოლისა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო PlayStation 5-ის სხვა მოწყობილობებიც: ყურსასმენი, DualSense გეიმპადი, კამერა და დისტანციური მართვა. ყველა მათგანი დამზადებულია ერთიან შავ-თეთრ სტილში.

Comments
Loading...