კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა სლოვაკეთში დადასტურდა

ამის შესახებ ინფორმაცია სლოვაკურ პორტალ aktuality-ზე ვრცელდება

პორტალის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინსტრმა პიტერ პელეგრინმა დღეს სლოვაკეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების სესახებ განაცხადა.
 
“დღეს დადასტურდა52 წლის პაციენტის ინფიცირება. იგი ბრატისლავაში საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინფექციურ კლინიკაშია ჰოსპიტალიზირებული”, – აცხადებს პალეგრინი.
პაციენტი მცირე ზომის დასახლებული პუნქტის მცხოვრებია, არ ყოფილა არცერთ ქვეყანაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებააა დადასტურებული. არ გამორიცხავენ, რომ მას ვირუსი გადაედო შვილისგან, რომელიც ვენეციაში იმყოფებოდა, თუმცა მას ამ დროისთვის სიმპტომები არ აღენიშნება.
 
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ არ მიეცენ პანიკას და არ დაიწყონ მაღაზიებში პროდუქტების მარაგების შესყიდვა.
ამ დროისთვის მსოფლიოში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 100 291 შემთხვევა. სრულად განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 55988 შკაცს, ხოლო გარდაცვლილთა – 3408 კაცს.
 
ჩინეთი – 3042
იტალია – 148
ირანი – 124
სამხრეთ კორეა – 42
აშშ – 14
საფრანგეთი – 7
იაპონია – 6
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6
ესპანეთი – 5
ერაყი – 3
ავსტრალია – 2
ჰონგკონგი – 2
დიდი ბრიტანეთი – 1
ნიდერლანდები – 1
სან მარინო – 1
ტაივანი – 1
ტაილანდი – 1
ფილიპინები – 1
შვეიცარია – 1
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
Comments
Loading...