კორონავირუსით ინფიცირებული სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, კორონავირუსის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს La Repubblica.

83 წლის პოლიტიკოსს აქვს ადრეული ეტაპის ორმხრივი პნევმონია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა არ იწვევს ექიმების შეშფოთებას, თუმცა რიგი სიმპტომების გამოვლენის შემდგომ, საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, პროფილაქტიკის მიზნით.

თავად ბერლუსკონის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს მუშაობას. ამასთანავე, აპირებს განაგრძოს მზადება რეგიონალური და ნაწილობრივი ადმინისტრაციული არჩევნებისთვის, რომლებიც აპენინებში 20-21 სექტემბერს გაიმართება.

Comments
Loading...