კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატი ჩაშლის ზღვარზეა

კორონავირუსის გამო იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი სერია A ჩაშლის რისკის წინაშე აღმოჩნდა. საქმე იმდენად გართულდა, რომ უკვე კლუბები აცხადებენ ბოიკოტს, მიზეზი კი იუვენტუსი-ინტერის გადადებული მატჩია. კლუბებს სურთ, რომ სხვა მატჩებიც არა მაყურებლის გარეშე ჩატარდეს, არამედ გადაიდოს.

აღნიშნულ ინფორმაცია ჯერ იტალიურმა მედიამ გაავრცელა, ახლა უკვე ცნობები ევროპულ მედიაშიც გამოჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს, რომ ინტერის წარმომადგენლები კვირას გასამართი მატჩის გადადების წინააღმდეგები იყვნენ და ისინი მხარს უჭერდნენ მის ჩატარებას მაყურებლის გარეშე, თუმცა საბოლოოდ შესაბამისმა ორგანოებმა მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. შემდეგი თამაშები კი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ინტერისა და კიდევ რამდენიმე კლუბის წარმომადგენლები კი ბოიკოტით იმუქრებიან და აცხადებენ, რომ მათაც სურთ მატჩებს მაყურებლები დაესწრნონ, მათივე თქმით, იუვენტუსის ხელმძღვანელობამ იტალიის სპორტის მინისტრზე გავლენა მოახდინა.

რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული უახლოეს პერიოდში გახდბა ცნობილი. იუვენტუსი – ინტერის გადადებული მატჩი კი 13 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. იტალია ერთ-ერთია იქ ქვეყნებთაგან, სადაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული კორონავირუსი. ქვეყანაში 1100 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოშიც, სადაც კორონავირუსით 3 ადამიანია ინფიცირებული.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

Comments
Loading...