კორონავირუსის გამო YouTube-ს ჩვენების ხარისხმა იკლო

როგორც ცნობილი გახდა, სახლში მყოფი ადამიანების რიცხვის ზრდამ,რაც გამოიწვია კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებისათვის მიღებულმა ზომებმა,გაზარდა დატვირთვა ინტერნეტ-პროვაიდერების სერვერებზე და ,ამის გამო, YouTube ვეღარ აჩვენებს ისეთი მაღალი ხარისხით,როგორც ადრე.ინფორმაციას ავრცელებს „ალ ჯაზირა“.

ეს გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისარმა -ტიერი ბრეტონმა.მისი განმარტებით,ბოლო პერიოდში ინტერნეტის მოხმარებამ მიაღწია რეკორდულ ნიშნულს და იმისათვის,რომ არ გადაიტვირთოს სერვერები,აუცილებელია ჩვენების ხარისხის შემცირება. ბრეტონი საზოგადოებას მიმართავს თხოვნით,რომ არ გამოიყენონ HD ხარისხი,თუ ამის აუცილებლობა არ არის.

Comments
Loading...