კორონავირუსის საფრთხის გამო,ტრამპის ყოფილ თანაშემწე პოლ მანაფორტს ციხიდან გამოსვლა სურს

ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს,პოლ მანაფორტს, ციხიდან გამოსვლა სურს,კორონავირუსის საფრთხის გამო. ინფორმაციას ავრცელებს Politico

მანაფორტის ამ სურვილის შესახებ,განცხადება მისმა ადვოკატმა-კევინ დაუნინგმა გააკეთა.

დაუნინგმა ციხის ფედერალურ ბიუროს სთხოვა,შეეცვალა აღმკვეთი ღონისძიება 71 წლის მანაფორტისთვის და მისცენ მას უფლება იმისა,რომ პატიმრობის დარჩენილი წლები სახლში გაატაროს.

“მანაფორტი კორონავირუსის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება,ასაკისა და მისი წარსული ავადმყოფობის გამო. სახლში ყოფნა კი შეამცირებს ამ პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადებით მისი ინფიცირების რისკს”-აცხადებს ადვოკატი.

2019 წლის მარტში,ვაშინგტონში,მანაფორტს აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობისა და მოწმეებზე ზეწოლის ბრალდებით,მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა-7 წლითა და 6 თვით.

Comments
Loading...