კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლები სპეცრეჟიმზე გადადიან

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და შეზღუდვებს აწესებს.

კერძოდ, 14 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში შაბათს და კვირას არ იმუშავებს იუსტიცის სახლის არც ერთი ფილიალი.

შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, შაბათს და კვირას სერვისების დაჩქარებული წესით მიღება შეუძლებელი იქნება.

ამასთანავე, ორშაბათიდან, 16 მარტიდან, თბილისის იუსტიციის სახლში, მოქალაქეებს მზა დოკუმენტის გატანის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ „ჯასთ დრაივის“ სარკმელებიდან, რომელიც იუსტიციის სახლი შენობის მარცხენა ფლიგელზე, ავტოსადგომის მხარეს მდებარეობს.

მოქალაქეთა ნავიგაციის გამარტივების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სანავიგაციო მანიშნებლები. ასევე, 16 მარტიდან, მუშაობას ერთი კვირით შეაჩერებს გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

Comments
Loading...