“კორპუსი ჩამონგრეულა და ნანი ნანგრევებში მოყოლილა“ – თურქეთში მიწისძვრას ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

თურქეთში მიწისძვრას ქართველი ემიგრანტი, 65 წლის ქალი ემსხვერპლა.
როგორც  გარდაცვლილის, ნანი ზარანდიას ახლობელი აცხადებენ, ის ნანგრევებში მოჰყვა.
„თავზარდაცემულები ვართ. როგორც ვიცით, კორპუსი ჩამონგრეულა და ნანი ნანგრევებში მოყოლილა. ის წლების განმავლობაში იყო ემიგრაციაში“,- აცხადებს ახლობელი.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხდება სენაკელი ქალის ცხედრის გადმოსვენება სამშობლოში.

Comments
Loading...