“კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი “უეჭველი” ემამ დაიქირავა და შური იძია” – მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ მასზე კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა დასარტყმელად გაიწია, სოციალურ ქსელში ემხაურებიან.

საზოგადოების ნაწილი გმობს ფაქტს და კრივის ფედერაციის დირექტორის საქციელს “სამარცხვინოს” უწოდებს.
სახალისო შეფასებას აკეთებს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში .
როგორც ის წერს, “კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი “უეჭველი” ემამ დაიქირავა.ემა გახსოვთ ხო?! “მთავარის”ჟურნალისტი, რომელსაც მინისტრმა მიკროფონი წაართვა. ხოდა, ახლა გოგოხიამ “შური იძია”.

შეგახსენებთ, სკანდალური განცხადება მინისტრმა გუშინ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთაhttps://mpress.ge/%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AA-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90/.

 

Comments
Loading...