კურტ კობეინის აკუსტიკური გიტარა აუქციონზე გაიყიდება

ჯგუფ "ნირვანას" ლიდერის კურტ კობეინის აკუსტიკური გიტარა Martin D-18E აუქციონზე,აშშ-ში,ერთ მილიონ დოლარად გაიყიდება.ინფორმაციას ავრცელებს Julien's Auctions.

კურტ კობეინმა აღნიშნული გიტარა 1993 წლის MTV Unplugged-ის აკუსტიკური კონცერტისათვის აირჩია.ეს იყო მის თვითმკვლელობამდე ერთი წლით ადრე.კონცერტის ვიდეო და აუდიო ვერსიები მომღერლის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა.

აუქციონი ონლაინ რეჟიმით ჩატარდება ბევერლი ჰილზში, 19 და 20 ივნისს.

 

Comments
Loading...