ლაგოდეხის მერის მოადგილე ავარიაში მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს “ნისანისა” და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.  დაშავებული სამი მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ერთერთი დაშავებული, “ნისანის” მარკის ავტომობილის მძღოლი, ლაგოდეხის მერის მოადგილე, ალექსი ჭანკოტაძეა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

Comments
Loading...