ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხუცი ცოლ-ქმარი სცემეს და დააყაჩაღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ღამით, მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. სადიკ აბასალის ოჯახს ორი ნიღბიანი თავს დაესხა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარი სცემეს, შემდეგ კი ორი ოქროს ბეჭედი და მობილური ტელეფონი წაიღეს.

“გავიგეთ, რომ სადიკი და თავისი ცოლი სცემეს. თურმე ეხვეწებოდნენ, ფულსაც მოგცემთ და არ გვცემოთო. ქალი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რა დროსაც თითიდან 2 ბეჭედი მოაძრეს და მობილური ტელეფონი წართვეს. არ ვიცით, რა მოხდა სხვა. კაცი სავადმყოფოშია, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში”,-აცხადებენ სოფელში.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.  უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

Comments
Loading...