ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე, ქვეყანაში არ შემოუშვეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში აცხადებენ, რომ ყველა მათგანს საზღვრის კვეთისას დაუფიქსირდა ტემპერატურა,6-ს ახალი პასპორტი, დანარჩენებს კი რისკ ქვყნებში მოგზაურობა,რის გამოც უკან გააბრუენს, თუმცა არცერთ მათდგანს შემოწმების დროს COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის,ნელი ხიზანიშვილის თქმით,ზოგადად რეგიონში ვითარება სტაბილურია.

მისივე განცხადებით, კახეთის სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებულ განყოფილრბაში კორონა ვირუსის სიმპტომებით არცერთი პაცინეტი არ არის მოთავსრბული.

” შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში სიმშვიდეა. გუშინდელი დღის მონაცემებით,ლაგოდეხის საზღვრიდან 25 მოქალაქეს ეთქვა უარი ქვეყანაში შემოსვალზე.მათ შორის იყვნენ ისეთები, ვისაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ და ასევე ვისაც ახალი პასპორტი ჰქონდა, საიდანაც მოგზაურობის ისტორიას ვერ ვიგებდით.თუმცა სხვა რაიმე საეჭვო სიმპტომი არ ჰქონიათ.
ზოგადად მგზავრთაა ნაკადი შემცირებული იყო ,განსაკუთრებით მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა ირანთან დამაკავშირებელი საზღვრები ჩაკეტა.” – განმარტა ნელი
ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 მოქალაქე.

Comments
Loading...