ლადო პაპავა: “ვაფრთხილებ ჩვენ მოსახლეობას, თავი დაანებონ კრიპტოვალუტებით გატაცებას”

ლადო პაპავას განცხადებით, 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე არის კრიპტოვალუტა, რომლითაც საქართველოში ბევრია გატაცებული.

“კიდევ კარგი, ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და ყველას, ვინც ამ ბიზნესით არის დაკავებული, სიფრთხილისკენ მოუწოდა. მე შემიძლია, ერთი რამ გითხრათ – მსოფლიოს ყველა ცნობილი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეს არის საფინანსო პირამიდა და ეს საპნის ბუშტი გასკდება. ამიტომ ეს საფრთხე ძალიან რეალურია. ახლა ძნელია იმის თქმა, ზუსტად 2018 წელს მოხდება თუ 2019 წელს, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ, რომ ეს 2018 წელს მოხდეს. ამიტომ ვაფრთხილებ ჩვენ მოსახლეობას, რომ თავი დაანებონ კრიპტოვალუტებით გატაცებას და, თუ აქვთ, დროზე მოიცილონ  თავიდან, რომ, სულ ცოტა, ნაკლებად იზარალონ”, – აღნიშნა ლადო პაპავამ “ფორტუნასთან” საუბრისას.

Comments
Loading...