ლავროვი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტას არ ვაპირებთ

რუსეთი არ აპირებს, შეუწყვიტოს ფინანსური მხარდაჭერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), მიუხედავად სხვა ქვეყნების ქმედებისა. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“ჩვენ გავაგრძელებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება სხვა ქვეყნების ქმედებები, როგორი ურთიერთობაც არ უნდა დაიჭირონ სხვა ქვეყნებმა ორგანიზაციასთან მიმართებით”, – აცხადებს ლავროვი.

შეგახსენებთ,რომ აქამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა აშშ-ს მხრიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისათვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.

Comments
Loading...