ლალი მოროშკინა ქუთაისში გასართობ ჰაბს ხსნის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფო” დამფუძნებელი,  ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ქუთაისში გასართობ ჰაბს ხსნის. ამის შესახებ განცხადება მოროშკინამ სოციალურ ქსელში გააკეთა.

“ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,
მესმის გადაჭარბებული ინტერესი ქუთაისში  “Le garage group”-ის
მიერ დასავლეთ საქართველოს გასართობი ჰაბის გახსნასთან დაკავშირებით.
პრეს-კონფერენცია ჟურნალისტებისთვის გაიმართება 18 ოქტომბერს 12.00 მის.ქუთაისი,
თამარ მეფის გამზირი 40(ლომებიანი შენობა)
საზეიმო გახსნაზე მოწვეულები იქნებიან როგორც ქართული სცენის ოსტატები, ასევე ცნობილი უკრაინელი დიჯეი და მოდელი.”-წერს ლალი მოროშკინა.

წყარო: postalioni.ge

Comments
Loading...