ლამისყანაში ადამიანის კიდურები იპოვეს – ადგილობრივი, სავარაუდოდ, გარეულმა ცხოველმა შეჭამა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს – ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.

ლამისყანაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი, სავარაუდოდ , გარეულმა ცხოველმა შეჭამა.

“გარეული ცხოველისგან არის,  სავარაუდოდ,  დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს” – ამბობს მერის წარმომადგენელი ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილი.

ადგილობრივებმა ნანახის შესახებ პოლიციას აცნობეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

Comments
Loading...