ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა – ხვალ 1 დოლარი 2.58 ლარი ეღირება

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი ოფიციალური კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებაში 0.0148 პუნქტით გაუფასურდა.

ოფიციალური გაცვლითი კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.5851 ლარი იქნება, ხოლო დღეს დოლარის შეძენა 2.5703 ლარადა არის შესაძლებელი.

ეროვნული ვალუტა აგრეთვე გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ხვალ, ერთი ევროს შეძენა 2.9954 ლარად იქნება შესაძლებელი, რაც 0.334 პუნქტით გაუფასურებელი მაჩვენებელია. დღეს ევროს შეძენა კი 2.9620 ლარად არის შესაძლებელი.

 

Comments
Loading...