ლატვიაში პოლიციამ ბანანის ყუთში 2 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინა

ლატვიაში პოლიციამ 2 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინა. ნარკოტიკებს ბანანის ყუთებში მალავდნენ. ამის შესახებ ეკვადორის სახელმწიფო პოლიცია იტყობინება. ინფორმაციას სააგენტო Delfi ავრცელებს.

ბანანის ყუთში არსებული ნარკოტიკები ლატვიაში ეკვადორიდან გადაგზავნეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ლატვია სატრანზიტო ქვეყანაა, საიდანაც ნარკოტიკებს ყველაზე ხშირად სკანდინავიაში ან რუსეთში გზავნიან.

გარდა ამისა, პოლიციამ განაცხადა, რომ “შავ ბაზარზე” მისი საბითუმო ფასი 30 ათასი ევროა, ხოლო მთელი ტვირთი 65 მილიონ ევროს შეადგენს.

თუმცა, ლატვიაში საცალო ვაჭრობაში 1 გრამი 70-120 ევრო ღირს. ნარკოტიკული ნივთიერების სრული ღირებულება შესაძლოა 1 მილიარდ ევროზე მეტი იყოს.

Comments
Loading...