ლაშა ტალახაძის ორი მსოფლიო რეკორდი ერთ დღეში – ჯამში 474 კილოგრამი

ქართველმა ძალოსანმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, რომელსაც დუშეთი მასპინძობს, მსოფლიოს 2 ახალი რეკორდი დაამყარა და თავისივე დამყარებული რეკორდები გააუმჯობესა.

მას შემდეგ, რაც ლაშა ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამი დააფიქსირა და საკუთარი ძველი რეკორდი კი 217 კილოგრამი გააუმჯობესა, აკვრაში 254 კილოგრამი დაძლია და საერთო ჩათვლაში 474 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

თვის ბოლოს, ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკაში მიემგზავრება, სადაც, კალიფორნიის შტატში მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

Comments
Loading...