ლა ლიგის მატჩზე ტრიბუნა ჩამოიშალა

ესპანეთის ლა ლიგას ერთ-ერთ მატჩზე ინციდენტი მოხდა. მაყურებელთა ტრიბუნა მაშინ ჩაინგრა, როდესაც სტადიონზე ერთმანეთს „ეიბარი“ და „სევილია“ ეთამაშებოდნენ. ამის შესახებ The World Game-ი წერს.

ირკვევა, რომ „ესტადიო მუნიციპალის“ ტრიბუნების ბარიერმა მაყურებელთა დაწოლას ვერ გაუძლო და ჩაინგრა. მომხდარის შედეგად რამდენიმე გულშემატკივარი სტადიონზე აღმოჩნდა.

ინციდენტის გამო საფეხბურთო მატჩი 15 წუთით შეწყდა. ლა ლიგის მე-7 ტურში „სევილიამ“ „ეიბარი“ 3:1 დაამარხა.

imedinews.ge
Comments
Loading...