ლევან მაკალათიამ მერიის ათი თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ 10 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

ლევან მაკალათიამ ანგარიშის წარდგენისას აბაშაში მეწარმეობის განსავითარებლად, მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მერმა ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეებზე და აღნიშნა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა აბაშის მუნიციპალიტეტის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის განვითარების კონცეფცია.
“მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და იმ სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების მიმართულებით, რომლებიც აუცილებებლია მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარებისთვის. ვცდილობთ გავზარდოთ ამ პროცესებში მოქალაქეთა რეალური ჩართულობისა და თანამონაწილეობის ხარისხი, რაც დემოკრატიული მმართველობის აუცილებელი კომპონენტი და საქმიანობის შეფასების მთავარი ინდიკატორია, საზოგადოების აქტიურობა საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი პრობლემები და საჭიროებები, რომელთა გადაჭრა ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს”, -ამ სიტყვებით დაიწყო თავის გამოსვლა ლევან მაკალათიამ, რომელმაც მარტვილი-აბაშის მაჟორიტარ დეპუტატს, საკრებულოს წევრებს, სტუმრებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, როგორებიცაა: 1) „აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში მდ. ცხენისწყლის მიმდებარედ საინფორმაციო ცენტრის მოწყობის სამუშაოები“; 2) „ქალაქ აბაშაში მრავალსართულიანი ბინების ფასადების რემონტი“; 3)„აბაშის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის, ადმინისტრაციულ შენობებში რემონტისა და ქალაქ აბაშაში კვათანის უბანში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოები“; 4)„აბაშის მუნიციპალიტეტში სოფ. მარანში ცენტრალური ავტომაგისტრალიდან სოფ. ქოლობნის საზღვრამდე გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით“; 5) „აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. მარანში რკინიგზის გასწვრივ საჯარო სკოლის გავლით შიდასამიმოსვლო გზის მოწყობა ასფალტო-ბეტონით“; 6) „აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. მაიდანში გზის მოწყობა მარტვილის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე ასფალტო ბეტონის საფარით“; 7) „ქ. აბაშაში აკაკის მე-5 შესახვევში გზის მოწყობა ასფალტო ბეტონით“; 8) „აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. ბულვანში გზის მოწყობა ასფალტო ბეტონის საფარით“; 9) „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები“,- განახცადა მაკალათიამ.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, მერის 10 თვის მუშაობის ანგარიში დეპუტატებმა შეაფასეს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით პირველად წარსდგა.

სხდომას  მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, ლევან მგალობლიშვილი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ელენე გვაზავა, მერიის სამსახურების უფროსები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Comments
Loading...