“ლელოს” მორაგბე გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა

21 მაისს “ლელო სარასენსის” ახალგაზრდა მორაგბე გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა, ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად, მორაგბის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

“სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა ლელო სარასენსის და მზარდი საქართველოს მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე!საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თანავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს.”- ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

გუჯა სუგულაძემ ბოლო შეხვედრა ლელო სარასენსის რიგებში დიდი 10-ის პლეიოფში ბათუმის წინააღმდეგ ჩაატარა.

Comments
Loading...