“ლიბერთი ბანკის” აქციათა საკონტროლო პაკეტი გასხვისდა

სს “ლიბერთი ბანკმა” დღეს აქციათა საკონტროლი პაკეტის წილის მფლობელის შეცვლის შესახებ განაცხადა. აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ “European Financial Group B.V.”-მ (“EFG”) შეიძინა.

აღნიშნული გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე). ეს გარიგება ბანკის სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი ზრდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგან “EFG”-ის მფლობელები არიან წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში დიდი ოდენობის აქტივებს ფლობენ და მართავენ; მათ გააჩნიათ საქართველოს ბიზნეს სექტორის და განსაკუთრებით საბანკო სექტორის სიღრმისეული ცოდნა.

ბანკის მენეჯმენტი ელოდება ბანკის ზრდის და განვითარების გაგრძელებას ახალ აქციონერებთან ერთად საკუთარი კლიენტებისა და საქართველოს საბანკო სექტორის უკეთესად მომსახურებისთვის.

Comments
Loading...