ამერიკელი ოლიმპიელი 14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის სპორტს ჩამოაშორეს
ტაიკვანდოში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ სტივენ ლოპესს შეჯიბრებებში მოანწილეობა მთელი ცხოვრების განმავლობაში აუკრძალეს. ამის შესახებ Houston Chonicle-ი იუწყება.
სააგენტო U.S. Center for SafeSport-მა, რომელიც სპორტში ეთიკისა და დისციპლინის საკითხებს განიხილავს, ლოპესი შეჯიბრებებს არასრულწლოვანთან ურთიერთობის გამო ჩამოაშორა. გამოძიებისას გაირკვა, რომ ამერიკელს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა 14 წლის მეზობელ გოგოსთან და თან მის მშობლებთან მეგობრობდა.
2010-2016 წლებში ლოპესმა ზედიზედ 5 ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში ორი ოქროს მედალია და ასევე ბრინჯაო პეკინის თამაშებიდან.
imedinews.ge