ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 6 ნომინაციაში საკონკურსოდ შესულია 128 წიგნი

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მონაწილეთა გრძელი სია ცნობილია. მწერალთა სახლის ინფორმაციით, განაცხადების მიღება 6 მარტს დასრულდა. 6 ნომინაციაში საკონკურსოდ შესულია 128 წიგნი.

ლიტერატურული პრემია საკონკურსოდ განიხილავს 2019 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს; კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური მაისის ბოლოს წარადგენს.
კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებული გამოვლინდება ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს 5 000 ლარს.

 

წყარო:kvira.ge

Comments
Loading...