ლიტერატურული პრემია “საბას” წლევანდელი გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული პრემია”საბას” 2017 წლის დაჯილდოვების ცერემონიაზე გამარჯვებულების ვინაობა გამოვლინდა:

წლის საუკეთესო რომანი – ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“

წლის საუკეთესო პროზაული კრებული – რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს“

წლის საუკეთესო პიესა – ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა…“ 

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – ბექა ახალაია „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“.

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – ნანა ტრაპაიძე „ლიტერატურა და ლიტერატურა“.

წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ლევან ბერძენიშვილი „წიგნიერების ევოლუცია“.

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ 

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – სიბილა შულცე ანა კორძაია-სამადაშვილის „ვინ მოკლა ჩაიკას“ გერმანულ ენაზე თარგმანისთვის

საუკეთესო ელექტრონული წიგნი – ანდრო ბუაჩიძე – „გაზაფხული მოდის ღამეში“ და ლუკა ბაქანიძე მოთხრობების კრებულისთვის “სად ხარ, ლაზარე…” 

მკითხველის რჩეული ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი – ზურა აბაშიძე „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“.

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წელს “საბა” პოეტ ლია სტურუას გადაეცა.

Comments
Loading...