ლოს-ანჯელესის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 მაშველია დაშავებული

ლოს-ანჯელესში, ბოიდის ქუჩაზე მდებარე არასაცხოვრებელ შენობას ხანძარი გაუჩნდა და მოგვიანებით კი აფეთქდა. დაშავდა 11 მაშველი. ინფორმაციას ავრცელებს Dailynews.

ხანძართან ბრძოლაში 200-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მძიმეა დაშავებული მაშველების მდგომარეობა.

ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზი.

გამოცემების ცნობით,შენობა გამოიყენებოდა იმ ბიზნეს საქმიანობისათვის,რომლის წარმოებაშიც კანაფის შემცველი ნივთიერებების მოპოვებაა.

Comments
Loading...