ლუის ჰემილტონი :”სოციალური დისტანციის დამრღვევი ადამიანები უპასუხისმგებლოები და ეგოისტები არიან”

უპასუხისმგებლოდა და ეგოისტებად აღწერს ბრიტანელი მრბოლელი,ლუის ჰემილტონი,იმ ადამიანებს,რომლებიც არ ითვალისწინებენ და არღვევენ სოციალური დისტანცირების წესებს. ინფორმაციას ავრცელებს BBC News

“არიან ადამიანები,რომლებიც კვლავ დადიან ბარებში,კლუბებსა და დიდი თავშეყრის ადგილებზე,რაც,ჩემი აზრით, სრულიად უპასუხისმგებლო და ეგოისტური საქციელია”-აცხადებს 35 წლის ბრიტანელი .

“ჩვენ ვერაფერს ვახერხებთ და ერთი,რაც შეგვიძლია-იზოლაციაა,რითაც შესაძლოა ვირუსის გავრცელების შეფერხება”-დასძინა ლუისმა და აქვე დაამატა:”მე ვლოცულობ მათზე,ვინც მუშაობას განაგრძობს მაღაზიებში,ვლოცულობ იმ ექიმებსა და ექთნებზე,რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობას აყენებენ საფრთხის ქვეშ,სხვათა სიცოცხლის გადარჩენისათვის,ისინი გმირები არიან”.

Comments
Loading...